Saturday, August 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ტრამპმა ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი აამოქმედა

August 2, 2025
„ორივე ქვეყანას ვულოცავ საღი აზრის გამოყენებას“ – რას აცხადებს დონალდ ტრამპი?

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი აამოქმედა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. ტრამპის თქმით, ბირთვული ნავები “შესაბამის რეგიონებში განალაგა” მას შემდეგ, რაც დიმიტრი მედვედევის მუქარის შემცველი განცხადებები მოისმინა.

Truth social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი წერს, რომ თუ მედვედევის აღმაშფოთებელი განცხადება უბრალო სიტყვებზე მეტი აღმოჩნდება, მისი მხრიდან ეს ნაბიჯი გამართლებული იქნება.

“დიმიტრი მედვედევის, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, უაღრესად პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე, მე გავეცი ბრძანება, რომ ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი შესაბამის რეგიონებში განთავსდეს. ეს საჭიროა იმ შემთხვევისთვის, თუ ეს უგუნური და აბსურდული განცხადებები მხოლოდ სიტყვები არ აღმოჩნდება. სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ხშირად შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. ვიმედოვნებ, ეს ასეთი შემთხვევა არ იქნება. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის” – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ამერიკის მთელი წყალქვეშა ფლოტი ბირთვულ ენერგიაზე მუშაობს, თუმცა ყველა მათგანი არ არის ბირთვული რაკეტების გაშვების უნარის მქონე. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რუსეთის რიტორიკული აგრესიის საპასუხოდ ის ჩვეულებრივ წყალქვეშა ნავებს განალაგებს, თუ ბირთვული დარტყმის უნარის მქონეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში ხანძარია – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
  • თბილისში ცინცაძის ქუჩაზე ავარია მოხდა – რა ხდება ადგილზე
  • საქართველოს რკინიგზასთან დაკავშირებით მომზადებული კრიტიკული დასკვნის შემდეგ, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ექსპერტი გაათავისუფლეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge