შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც შსს წერს, “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ნივთებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ზ.მ.-ს მიერ სხვადასხვა დროს მოპარული ნივთები და საკეტის გამღები ინსტრუმენტი – ე.წ. “ატმეჩკა”. – წერია უწყების განცხადებაში.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.