აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,რომ აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს, რადგან 29 ივლისს იწურებდა ტრამპის მიერ რუსეთისადმი წაყენებული ულტიმატუმის 10-დღიანი ვადა.
“დიახ, სანქციებს დავუწესებთ. არ ვიცი, აღელვებს თუ არა მას [პუტინს] სანქციები. არ ვიცი, თუ ექნება ამას რაიმე გავლენა, მაგრამ ამას გავაკეთებთ.” – თქვა ტრამპმა.
“ჩემი აზრით, საზიზღრობაა, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს. ეს ბაიდენის ომია და არა – ჩემი, მაგრამ მე ვთქვი, რომ ჩართვის შემთხვევაში ომის შეჩერებას შევეცდებოდი, მაგრამ მგონია, რომ რასაც რუსეთი აკეთებს, ძალიან სამწუხაროა.” – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ტრამპმა 29 ივლისს რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევისთვის 50-დღიანი ვადა 10 დღემდე შეუმცირა.