ცვლილებები კიდევ ერთხელ გადავადდა, მოქალაქეები ახალი ფორმის პირადობისა და პასპორტის აღებას 2025 წლის 6 ოქტომბრიდან შეძლებენ.
დადგენილებაში წერია, რომ 2026 წლის 1 იანვრამდე გაიცეს სპეციალური წესით – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
ახალი დიზაინის დოკუმენტები კი უნდა შეიცავდეს:
- ახალი პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს „ინტეგრირებულ მე-4 დონის დამცავ ერთ ნიშანს, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც კონფიდენციალური“;
- მოწმობაზე დაიტანება დამკვეთისა და დამამზადებლის სახელწოდებები ინიციალებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სემგს) რეგისტრაციის ნომერი;
- ახალი მოწმობა ასევე უნდა მოიცავდეს სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც უზრუნველყოფს დოკუმენტის ან მასზე დატანილი მონაცემების ერთიანობის, ავთენტურობისა და კონფიდენციალურობის დაცვას, მათ შორის – მფლობელის თითის ანაბეჭდსაც.
- ბრძანებით გათვალისწინებულია, რომ მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე, მფლობელის სურვილით, ჩაიწეროს:კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი და შესაბამისი მონაცემები;
- ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი და შესაბამისი მონაცემები;
- ასევე დამცავი მონაცემები, რომლებიც ხელს უშლის მონაცემების არასანქცირებულ გამოყენებას.
შეგახსენებთ, ახალი პირადობის მოწმობა, პასპორტი და დიპლომატიურ პასპორტი განახლებული დიზაინით პირვანდელი რედაქციით 1-ელ ივნისს უნდა აეღოთ. შემდეგ ვადამ 1-ელ აგვისტომდე გადაიწია. იუსტიციის მინისტრის, პაატა სალაიას ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით, ცვლილებები კიდევ 2 თვით გადავადდა.