Friday, August 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამხელა ტვირთს საკუთარ თავზე ვერ ავიღებდი, რომ არ მქონდეს თქვენი, თბილისელების დიდი მხარდაჭერა”- კახა კალაძე

July 31, 2025
🎥ქალს, რომელიც გაჩერებასთან იდგა, პოლიცია ძალის გამოყენებით, თმის ქაჩვით აკავებს

“დღეს, როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ვფიქრობ, შემიძლია მოგცეთ ორი საერთო დაპირება ჩემს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით: თბილისი, როგორც პასუხისმგებლობა და თბილისი, როგორც შესაძლებლობების ქალაქი – ესაა ის ორი მთავარი პირობა, რომლის შესრულებასაც ვპირდები თბილისელებს”- განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე.

კახა კალაძემ სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით ისაუბრა იმ დაპირებების შესახებ, რომლის შესრულებასაც გეგმავს.

“თბილისი ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა – არა მხოლოდ მის აწმყოსა და მომავალზე, არამედ მის წარსულზეც. თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება ნიშნავს ქალაქის სულის გადარჩენას. ვაცნობიერებ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ისტორიით სავსე ამ უძველესი ქალაქის მერი.

თბილისი შესაძლებლობების ქალაქია. დიახ, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ სიძველის მიუხედავად, დღეს თბილისი საოცრად თანამედროვე ქალაქია, თავისი პარკებით, სკვერებით, კულტურული სივრცეებით, სპორტული მოედნებით, მოდერნიზებული ქუჩებით, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მაგრამ თბილისი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს – უნდა განვითარდეს სწორად, თანმიმდევრულად, სწორი და ზუსტი ხედვითა და გეგმით.

რასაკვირველია, ამხელა ტვირთს საკუთარ თავზე ვერ ავიღებდი, რომ არ მქონდეს თქვენი, თბილისელების დიდი მხარდაჭერა. რომ არ იდგეს ჩემს ზურგს უკან ძლიერი პოლიტიკური გუნდი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც გამორჩეული წვლილი აქვს შეტანილი ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის განმტკიცებაში. ცხადია, რთული იქნებოდა დედაქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევა, რომ არა თბილისის მერიის გამოცდილ, პროფესიონალ თანამშრომელთა უზარმაზარი არმია.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მუნიციპალიტეტის თანამშრომელს, დაწყებული მეეზოვედან, დამთავრებული ვიცე-მერამდე მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ 24-საათიან რეჟიმში ჩვენ ვართ ქალაქის, თბილისელების სამსახურში. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, რომელიც ესწრება დღევანდელ ღონისძიებას და ჩემს უფროს ვაჟს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

როგორც უკვე ვახსენე, თბილისი შესაძლებლობების ქალაქია, ამის გარანტი კი ხართ თქვენ, ახალგაზრდები, მომავალი თაობა – ჩვენი ხვალინდელი დღის საყრდენი და იმედი. თითქმის ყოველდღიური შეხება მაქვს ახალგაზრდობასთან, რომელთა ენერგია და იდეები ჩვენი ქალაქის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. გაძლევთ პირობას, ამ ძალას მომავალშიც გამოვიყენებთ მეტი განვითარებისთვის, შენებისთვის. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ქალაქის განვითარებას – ესაა პასუხისმგებლობის გაზიარება, იდეების გაცვლა და ერთობლივი შრომა უკეთესი თბილისისთვის.
ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, თქვენი სიყვარული ქვეყნისა და ქალაქისადმი გვაძლევს იმედს, რომ თბილისი ნამდვილად იქნება ცოცხალი, თანამედროვე და განახლებაზე ორიენტირებული ქალაქი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განმარტებით, დღეს თბილისი და მისი თითოეული უბანი არის ბევრად სიცოცხლით სავსე, ვიდრე იყო რვა წლის წინ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად მესამედ წარადგინა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია” – გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
  • “პოლიციელისთვის არა თუ ხელის დარტყმა, უხეში სიტყვის თქმაც კი დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული სასჯელის წინაპირობა ხდება”- გია ვოლსკი მზია ამაღლობელზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge