„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1-ელი აგვისტოს 05:00-დან 08:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში გლდანი, მამკოდა, ლელუბანი, მშრალხევი, ავჭალის მასივში; 11:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს სოფელ დიღომში შერმადინის, ჰუგო ჰუბერტის, ხატაეთის, ბერტა ფონ ზუტნერის, კრისტიან სტივენის, ბარონ დე ბაის, იან ჰომერის, არქანჯელო ლამბერტის, ხოლო 12:00-დან 18:30 საათამდე – სოფლებში თხინვალა, ქვემო და ზემო ლისი, ფშატების მიწაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე.
09:00-დან 16:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თვალივი, ზემო ხორხი, გუდრუხი, ხილიანა, კუჭეჭა, ბზიკურთკარი, ქვემო შარახევი, ზარიძეები და მიმდებარე სოფლებში. 09:00-დან 11:00 საათამდე და 16:00-დან 16:10 საათამდე – სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, ჩარგალი, კორშა, ქალილო, შუაფხო, დათვისი, ჩირდილი, უძილაურთა და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფელ მენესოში. 17:50-დან 18:00 საათამდე – სოფლებს ფასანაური, ჭართალი, მენესო, წინა მხარი, წითლიანი, გამსი, ხევშა, ჭივილაანები, წიფორი და მიმდებარე სოფლებს.
10:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, ქანდა, მუხრანი, ქსანი, ჩარდახი, წეროვანი, ძველი ქანდა, ქსოვრისი, პატარა ქანდა, ვარდისუბანი, აღაიანი. 11:00-დან 12:00 საათამდე – სოფლებში ხიდისყური, ქსანი, აღაიანი, საქადაგიანო, ნიჩბისი. 12:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს საგურამოში. 12:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს ქსოვრისში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.