Friday, August 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დღეს ეს გაფუჭებული კარი გაგვიღეთ და მერე მე თვითონ მოვალ და შევაკეთებ, აქედან დავიწყებ სასამართლოს რეფორმას” – ონისე ცხადაძის სიტყვა სასამართლო პროცესზე

July 31, 2025
“დღეს ეს გაფუჭებული კარი გაგვიღეთ და მერე მე თვითონ მოვალ და შევაკეთებ, აქედან დავიწყებ სასამართლოს რეფორმას” – ონისე ცხადაძის სიტყვა სასამართლო პროცესზე

31 ივლის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 დაკავებული პირის სასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ერთ-ერთი ბრალდებული, იუმორისტი ონისე ცხადაძე.

„მე დღეს რასაც მოვუსმინე ადვოკატებს მგონი ყველანაირი მიზეზი და გარემოება გაქვთ, რომ უფლებადამცველებს დაეთანხმოთ, ამას არ ვამბობ, როგორც ბრალდებული, ნეიტრალური პირიც რომ ვიყო, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, რომელსაც ყველა უნდა დაეთანხმოს, სასამართლო, პროკურატურა, მინისტრი თუ მეუფე. ეს ჩემზე უკეთ იცით თქვენ და უნდა გადადგათ სწორი ნაბიჯი. ემოციურად, მე რის გამოც მინდა გამიშვათ, ჩემს ფსიქიკაში არის ასეთი რაღაც, რომ ვერ აღვიქვამ, იმას რაც დამემართა, იმიტომ რომ ვერ ვდგავარ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც უნდა განვიცდიდე ამას… ცარიელი ადგილები რჩება ადამიანების გონებაში, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ გული აგიჩუყდეთ, შეიძლება, ეს არც იყოს საჭირო.
უბრალოდ ვართ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ ცარიელ ადგილებს, ერთ წამში აქედან გასვლის შემდეგ, ერთი სიტყვით და ქმედებით ამოვავსებთ. ციხის არ გვეშინია, კი არ ვბლატაობთ, პირიქით… მე არ მინდა, რომ ნასამართლეობა მქონდეს,იმიტომ რომ ეს ხელს შემიშლის, ან ვის უნდა უნდოდეს, არსად მივიმალებით, პირიქით, ხელს შევუწყობთ ამ გამოძიებას თუ რაც ქვია… ჩემი თავის გამო არ ვამბობ, თქვენ გამო გეუბნებით, ხომ იცით. რასაც აკეთებთ… ჩვენნაირი ე.წ კრიმინალები თუ გყოლიათ საბრალდებო სკამზე, ადამიანები, რომლებსაც ღიმილი არ გვაშრება სახეზე და ამ ვითარებაშიც ვცდილობთ მხნედ ვიყოთ.
ის ადამიანები, ვინც ამას გავალებენ, მალე აღარ იქნებიან, იმათ სულ არ აინტერესებთ თქვენ ვინც შეგითრიათ, რას გააკეთებთ. მინდა ეს ყველაფერი დავივიწყო, აქედან რომ გავალ, არც ღვარძლი მექნება და არც შურისძიების განზრახვა. სულ რომ არ მინდოდეს, ეგრე იქნება…. მარტივი მოცემულობაა, სრულიად აბსურდში გვატარეს 8 თვე. მე მცირე იმედს მაინც ვიტოვებ.. დღეს ეს გაფუჭებული კარი გაგვიღეთ და მერე მე თვითონ მოვალ და შევაკეთებ, აქედან დავიწყებ სასამართლოს რეფორმას“ – ონისე ცხადაძის სიტყვა სასამართლო სხდომაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 11 პირის ადვოკატებმა, ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მიმართეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “წვიმა, ელჭექი, სეტყვა” – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • გახდება თუ არა აშშ ენერგორესურსების მთავარი წყარო ევროკავშირისთვის? – რაზე ისაუბრეს ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა
  • ავარია აბაშაში – რა ვითარებაა ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge