სინამდვილეში ბურჭულაძე მიშას „კუკლაა“ და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან ერთად იყენებს ყველა ერთობის ასარევად, სადაც მიშა არაა ცენტრში, – ამის შესახებ “ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩერგოლეიშვილის პოსტშია ნათქვამი, ისე დაიბრუნებს ბურჭულაძე ქვეყანას, როგორც ხაბეიშვილმა გაიტაცა მიშა ვივამედიდან.
“ბიძინას დანიშნულ თარიღებში რომ “იბრუნებს” ქვეყანას ეს კლოუნი, რომელიმე ჟურნალისტმა არ ჰკითხა 1 ოქტომბერმა რა დააშავა?
თუ რამის თავი აქვს, გაუგებარია ბიძინას დანიშნული თარიღები რაში სჭირდება – 20 სექტემბერს რატომ არ იბრუნებს?
თუ ქოცებს უნდა სალაპარაკო მისცეს რომ 4 ოქტომბერს მაგათი ფარსის ჩაშლას ვაპირებთ? (25 ნოემბერი გაიხსენეთ, პირველი სესია რომ AR CHAATAREBINES)
სინამდვილეში, ეს ტიპი მიშას “კუკლაა” და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან ერთად იყენებს ყველა ერთობის ასარევად, სადაც მიშა არაა ცენტრში.
მხოლოდ ამას ემსახურება ეს კლოუნადა.
სალომე ზურაბიშვილსაც ამიტომ ურტყამდა ეს ხატმფრენი ვიგინდარა.
ისე დაიბრუნებს ბურჭულაძე ქვეყანას, როგორც ხაბეიშვილმა გაიტაცა მიშა ვივამედიდან.” – წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე.