Friday, August 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა ელით ქართველ გადამზდიველ მძღოლებს სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში

July 31, 2025
რა ელით ქართველ გადამზდიველ მძღოლებს სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში

საქართველო ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის ზღვარზე დგას. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აქვეყნებს ანალიზს იმის შესახებ, თუ რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან ქართველი მძღოლი გადამზიდველები სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ქართველ გადამზიდველ მძღოლებს ევროკავშირის ვიზის მისაღებად ექვსი დამატებითი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

“ბარიერი პირველი – სახელმწიფო სტრუქტურებში დაემატება დამატებითი რგოლი, რომელსაც სათანადო ფინანსური მომსახურების საფუძველზე დაევალება უცხოეთის საელჩოებში მძღოლების დოკუმენტაციის წარდგენა.

ბარიერი მეორე – ქართველ მძღოლ – გადამზიდველს დამატებით მოუწევს საელჩოში ბეჭდით დამოწმებული, ევროპელ ტვირთმფლობელთან გადაზიდვის ხელშეკრულების ასლის წარდგენა.  

ბარიერი მესამე – ქართველ მძღოლ – გადამზიდველს წარმოექმნება ვალდებულება გადაზიდვების მესამედი განახორციელოს ვიზის გამცემ სახელმწიფოში.

ბარიერი მეოთხე – ყველა სახელმწიფოს საელჩო თხოულობს განსხვავებულ დოკუმენტების პაკეტს, ქართველ მძღოლ – გადამზიდველს შესაძლოა ნებისმიერ დროს უარი განუცხადონ ვიზის გაცემაზე და მოსთხოვონ დამატებითი დოკუმენტები.

ბარიერი მეხუთე – რიგ ქვეყნების საელჩოებში ვიზის ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, ქართველი მძღოლი – გადამზიდველი ვალდებული იქნება საელჩოში წარადგინოს გადაზიდვებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია, მათ შორის ტახოგრაფის მონაცემების ჩათვლით.

ბარიერი მეექვსე – ქართველი მძღოლი – გადამზიდველის ვიზის ხანგრძლვობა იქნება, არა უვადო არამედ  შეზღუდული ექვსი თვიდან ერთი წლის პერიოდით” – წერია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განცხადებაში. 

მათივე თქმით, საქართველოში უნდა გაჩნდეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ან საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია GIRCA-ის სახით, რომელსაც საელჩოსთან კომუნიკაცია დაეკისრება, რათა მძღოლებისთვის საერთაშორისო ვიზების მიღება გამარტივდეს.

მოვლენები, რომლის განვითარების საშიშროებაც საქართველოს ემუქრება, ანალოგიური პროცედურის სახით საქართველოში რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებშიც მოქმედებდა. დამატებით ფინანსურ ხარჯებთან ერთად ქართველ მძღოლს შვეიცარიის საელჩოს ჩართულობით ვიზის მისაღებად სამთვიანი პერიოდი ესაჭიროებოდა.

ის თუ რა რეალობის წინაშე დადგება საქართველო და რა პრობლემებს შეუქმნის ქართველ გადამზდიველ მძღოლებს, უფრო ვრცლად, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის კვლევაშია წარმოდგენილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვალუტის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს დღეს?
  • სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება – გზების დეპარტამენტი
  • რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge