პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ თბილისის ამჟამინდელი მერის, კახა კალაძის შესახებ გააკეთა კომენტარი.
„კახა კალაძისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ თბილისის მერად დარჩეს. მას უნდა წასვლა, მე ამაში დარწმუნებული ვარ, სულ არაფერში არ ჭირდება მერობა, რაც უკვე აქვს იმითაც ძალიან კმაყოფილია, მაგრამ ესმის, რომ ერთადერთი, რაც მას იმუნიტეტს მიანიჭებს, ეს არის მერად დარჩენა, ყველა სხვა შემთხვევაში ის გაიზიარებს ძალიან მძიმე ბედს“, – ამბობს ის.