Thursday, July 31, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ცუნამის შესახებ გაფრთხილება ძალაშია!“ – რას აცხადებს დონალდ ტრამპი?

July 30, 2025
„ცუნამის შესახებ გაფრთხილება ძალაშია!“ – რას აცხადებს დონალდ ტრამპი?

Reuters-ის ცნობით, რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 119 კმ-ის დაშორებითა და 19,3 კმ-ის სიღრმეში იყო.

კამჩატკის ნახევარკუნძულზე მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის სიმაღლემ 4 მეტრს მიაღწია.

როგორც რუსული მედია იუწყება, მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა სამედიცინო დაწესებულებას დახმარებისთვის მიმართა. ასევე, მიწისძვრის შედეგად საბავშვო ბაღის შენობის კედელი ჩამოინგრა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ცუნამის ტალღამ სახალინის ოლქში პორტი და თევზსაჭერი საწარმო დატბორა.

კამჩატკაზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იაპონიის ზოგიერთ რეგიონსა და ჰავაიზე ევაკუაციის ბრძანება გაიცა.

იაპონიაში ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან მუშების ევაკუაცია განხორციელდა.

ჰავაის გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

„წყნარ ოკეანეში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, ჰავაის მაცხოვრებლებისთვის ცუნამის შესახებ გაფრთხილება ძალაშია”, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელში.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ცნობით, ეს 1952 წლის შემდეგ რეგიონში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
  • ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა – რა მოხდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში
  • ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის საქმე გადაკვალიფიცირდა – ადვოკატი ახალ დეტალებზე საუბრობს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge