Thursday, July 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსეთში 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია – რა ვითარებაა ადგილზე?

July 30, 2025
რუსეთში 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია – რა ვითარებაა ადგილზე?

Reuters-ის ცნობით, რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 119 კმ-ის დაშორებითა და 19,3 კმ-ის სიღრმეში იყო.

კამჩატკის ნახევარკუნძულზე მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის სიმაღლემ 4 მეტრს მიაღწია.

როგორც რუსული მედია იუწყება, მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა სამედიცინო დაწესებულებას დახმარებისთვის მიმართა. ასევე, მიწისძვრის შედეგად საბავშვო ბაღის შენობის კედელი ჩამოინგრა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ცუნამის ტალღამ სახალინის ოლქში პორტი და თევზსაჭერი საწარმო დატბორა.

კამჩატკაზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იაპონიის ზოგიერთ რეგიონსა და ჰავაიზე ევაკუაციის ბრძანება გაიცა.

იაპონიაში ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან მუშების ევაკუაცია განხორციელდა.

ჰავაის გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

„წყნარ ოკეანეში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, ჰავაის მაცხოვრებლებისთვის ცუნამის შესახებ გაფრთხილება ძალაშია”, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელში.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ცნობით, ეს 1952 წლის შემდეგ რეგიონში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა
  • “დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სისხლიანი, თავში ურტყამდნენ”- ონისე ოქრიაშვილის მეუღლე
  • “17 წლის მოზარდი, რომელსაც გაბლატავებულმა ღორმა ესროლა გარდაიცვალა”- ნანუკა ჟორჟოლიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge