Wednesday, July 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის განწყობას…“ – რას აცხადებს ლევან სანიკიძე?

July 29, 2025
„ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის განწყობას…“ – რას აცხადებს ლევან სანიკიძე?

„ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან სანიკიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების საკითზე ისაუბრა.

მისი თქმით, ახლა უკვე მეასეხარისხოვანია, „ლელო“ და გახარიას გუნდი რას ამბობდნენ და რას არ ამბობდნენ, ნეიტრალურ კანდიდატს დააყენებენ თუ პარტიულს.

„მეორეხარისხოვანია, რას ამბობდა „ლელო“ და რას ამბობდა გახარია. ამბობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არ შევიდოდნენ, რუსული სპეცოპერაციააო. ხშირად ჩვენზე უფრო მძიმე რიტორიკა ჰქონდათ „ლელოს“ წარმომადგენლებს. ამბობდნენ, რომ ეს ბრძოლის ღალატია, ვინც პარლამენტში დარჩა, პუტინის თამაშს თამაშობსო. ყველაფერი გადათქვეს. ამბობდნენ, რომ ლეღვის ფოთოლი იქნება, ვინც ასეთი პირობებით შევაო. შესაბამისად, ახლა მეასეხარისხოვანია, რას ამბობდნენ და რას არ ამბობდნენ, ნეიტრალურ კანდიდატს დააყენებენ თუ პარტიულს. რაც შეეხება თავად ალეკო ელისაშვილს, არ მგონია, ამ ქვეყანაში დადიოდეს ვინმე, არათუ ალეკო ელისაშვილი, რომელიც შეცვლის საზოგადოებრივ განწყობას, რაც პროდასავლურ ამომრჩეველში არსებობს. 70 პროცენტზე მეტი როცა ამბობს, რომ აპრიორი ეს არჩევნები არის რუსული სპეცოპერაცია და ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ემსახურება, ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის ამ განწყობას. სამწუხაროდ, ამას ვუყურებ, რომ ეს არის დოღი მეორე ადგილისთვის – ვინ გავა მეორე ადგილზე და ვის ექნება მთავარი ოპოზიციური პარტიის მანტია. როგორც „გორბიმ“ დაწერა ეს რიცხვები, ისე დაწერენ საარჩევნოდაც. ჩვენ, საერთოდ, მსჯელობას ვიწყებთ იმით, რომ 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები. როგორც ვერ აკონტროლებს ვერცერთი ჩვენგანი, რას დაწერს „გორბი“, ისე ვერ ვაკონტროლებთ, რას დაწერს ცესკო და რა რიცხვი მოუნდება ბიძინა ივანიშვილს, გამოსახოს შენი პარტიული ნომრის გვერდით. შესაბამისად, 4 ოქტომბერს ტარდება რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანიც არის ბიძინა ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა, სიტუაციის ნორმალიზება და ამას არავითარი კავშირი არ აქვს საპროტესტო ტალღის გაძლიერებასთან. პირიქით, ვინც ე.წ. არჩევნებში იღებს მონაწილეობას, აღიარებს, რომ აღარ სჯერა პროტესტის. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იყო, არის და იქნება ის, რომ ზუსტად იმ ნაბიჯს გადავდგამთ, რასაც პრაგმატული აზროვნება და ქართველი ხალხის ინტერესი გვკარნახობს. ეს გულისხმობს ივანიშვილის ლეგიტიმაციის თამაშებში მონაწილეობის არმიღებას“, – განაცხადა სანიკიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბანკების ახალი რეგულაცია, რომელიც პირველი აგვისტოდან ამოქმედდება
  • ფონიჭალიდან გატაცებული 7 წლის ბიჭის მკვლელის ჩვენება – ამბავი, რომელიც წლების წინ საქართველოში მოხდა
  • “მითხრა, რომ ჩემ შვილს მოკლავდა და ამას მაყურებინებდა”- კურტანიძის ყოფილი ცოლი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge