„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ფსიქოლოგიურ ძალადობას ცდილობენ, რომ დააკავებენ, თუმცა „მასზე ძალიან ცუდი წარმოდგენა“ ჰქონიათ.
„ღამის 12-ის ნახევარზე დადეს ეს პოსტი, რომ ხაბეიშვილი უნდა დაიჭირონ, ეს არის შს სამინისტროს ოფიციალური გვერდი. ყველამ კარგად იცის, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი მართავს ამ გვერდს. სხვათა შორის, ასეთი სიგიჟე არასდროს არ დაუწერიათ, რომ ციხის კარები გაიხსნა, რომ ყოველ საღამოს დაიღალნენ ჩემი მოსმენით და ა.შ. ეს ყველაფერი აჩვენებს აბსოლუტურ დეზორგანიზებას „ოცნებაში”, შსს-ში და რაღაცნაირად ცდილობენ, რომ ახლა თითქოს ფსიქოლოგიურად ხაბეიშვილზე იძალადონ, რომ დამაკავებენ და ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონიათ ჩემზე, ბიჭებო, ასე მარტივად არ არის საქმე, ვინ ვის დაიჭერს, მაგასაც ვნახავთ, დაგველოდეთ, ძალიან ბევრი საინტერესო რამე ვიცი თქვენ შესახებ. მესმის მათი ისტერიკის და აბსოლუტურად სწორად არიან ისტერიკაში, აბსოლუტურად სწორად ღელავს მინისტრად წოდებული გელა, გეკა თუ ჯეკა. ვწუხვარ, მაგრამ აბსოლუტურ სიგიჟეში ხართ, ბიჭებო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.