“თბილისის ზოგიერთ უბანში სტიქიური პროცესების რისკი ყველაზე მაღალია და საჭიროებს რეაგირებას“. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო საუბრობს და აცხადებს, რომ 2024 წელს ჩატარებული კვლევის საფუძველზე, გამოყოფილია კონკრეტული უბნები, სადაც 2025 წლისთვის სტიქიური პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი. აღნიშნულ ინფორმაციას BPN აქვეყნებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია ვერეს ხეობაში, ახალდაბის ხევში, გლდანის ხევში, ხევძმარის ხეობაში, ლეღვთა ხევის, დუქნის ხევის, წორწორას ხევის ხეობებში, ლიბანის ქუჩაზე, მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე, ნუცუბიძის ფერდობზე, მუხათგვერდის სასაფლაოს მისასვლელ გზაზე, ბერთუბნის, გიორგიწმინდის, „სვანეთის უბნის“ დასახლებებში, თბილისის-წყნეთის საავტომობილო გზაზე.
უფრო მეტი, მეწყრული პროცესების გავითარების ზონებთან, ქვათაცვენასთან და ღვარცოფთან დაკაშირებით, იხილეთ BPN-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.