ბრენდ “კომბინიზონას” დამფუძნებელი განო მელითაური ბაგებში მომხდარ ავარიაზე წერს და დედაქალაქის მერიას მიმართავს:
“თბილისის მერია / Tbilisi City Hall
დააყენეთ ბაგების დასაწყისში, 7 ნომერთან მწოლიარე ლიანდაგი, შუქნიშანი, რამე იღონეთ!!!
ერთ ციდა ბავშვს თხლიშა გლოვოს კურიერმა!!! დალეწილი წაიყვანა სასწრაფომ!
ეს საწყალი ბიჭი ცალკე შოკურ მდგომარეობაშია, დაიმტვრა თვითონაც
მ ე რ ა მ დ ე ნ ე უბედური შემთხვევა უნდა მოხდეს?!
4 შვილი მყავს და ფაქტობრივად ტროტუარი არაა, მანქანიდან ძლივს გადმოვდივარ, აივნის ქვეშ ცალკე ევროპროდუქტი გაგვიხსნეს და საერთო პარკინგი მიითვისეს
წარმოდგენაც არ მინდა რა დღეშია დედამისი…
იმედია დროულად მოახდენთ რეაგირებას და ამით ბევრის სიცოცხლეს იხსნით! მგონი შეტანილი არის ჩვენი კორპუსის სახელზე (არქიბაგები)
საშინელი მონაკვეთია გიჟებივით დაქრიან მანქანები!
მეც ზუსტად აქ მთხლიშა მანქანამ 4 წლის წინ!
ღმერთო, ყ ვ ე ლა ბავშვი დედამიწაზე ამყოფე ჯანმრთელი და უსაფრთხოდ დაუბრუნე ოჯახს…”, – წერს განო მელითაური სოციალურ ქსელში.
