აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრის დაწყებამდე განცხადება გააკეთა. ტრამპის თქმით, ის რომ არა, ახლა მსოფლიოში ექვსი დიდი ომი იქნებოდა.
“ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბრძოლა იქნებოდა. ნახეთ გუშინ რისი გაკეთება მოვახერხეთ ორ ქვეყანასთან, რომელთანაც ვვაჭრობთ. ბევრი ცხელი წერტილია, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი ინდოეთი და პაკისტანი იყო, რადგან ეს ორი ბირთვული ქვეყნებია“ – აცხადებს დონალდ ტრამპი.
მისი თქმით, ბედნიერია, რომ ტაილანდმა და კამბოჯამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს.
“ეს ძალიან ცუდი ომი იქნებოდა და შეიძლებოდა წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო. მილიონობით ადამიანი შეიძლებოდა დაღუპულიყო. ჩვენ დავასრულეთ ომი და ამით ძალიან ბედნიერები ვართ“ – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.