Monday, July 28, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორია ტკიპების ნაკბენით გამოწვეული ინფექციის სიმპტომები და როგორ უნდა დავიცვათ თავი – ინფექციონისტის რჩევები

July 28, 2025
როგორია ტკიპების ნაკბენით გამოწვეული ინფექციის სიმპტომები და როგორ უნდა დავიცვათ თავი – ინფექციონისტის რჩევები

ზაფხულის მოსვლასთან ერთად  ტკიპები მრავლდება, რაც არაერთი დაავადების გამომწვევი შეიძლება იყოს, მათ შორისაა ყირიმ-კონგოს ცხელება და ბორელიოზი.

აღნიშნულ თემაზე “მეტრონომი” ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს დაუკავშირდა.

როგორც ინფექციონისტმა განაცხადა, ტკიპებისგან თავდაცვისთვის დახურული ტანისამოსის ტარებაა მნიშვნელოვანი, განკაკუთრებით ბუნებაში.

“ტკიპების კბენისგან თავის დაცვის საშუალებაა, პირველ რიგში, ბუნებაში ყოფნის დროს, დახურული ტანისამოსის ტარება. კანი არ უნდა იყოს ღია. სასურველია შარვალი გვეცვას და გრძელმკლავიანი ტანსაცმელი, ბავშვების შემთხვევაში ეს განსაკუთრებით საყურადღებოა. სახლში დაბრუნების შემდეგ, საღამოობით უნდა დავათვალიეროთ კანი, რომ სადმე არ იყოს ჩამჯდარი ტკიპა. თუ ტკიპა ჩამჯდარია, არანაირი ზეთების და საცხების წასმა არ შეიძლება, რასაც ხალხი აკეთებს. პინცეტით უნდა ამოვიღოთ და მერე დავამუშავოთ სადეზინფექციო ხსნარით ან სპირტით.

ტკიპების ნაკბენი ბორელიოზს იწვევს. ბორელიოზი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, შეიძლება ადამიანმა ტკიპის ნაკბენი ვერ დააფიქსიროს და პირდაპირ სიმპტომებით დაიწყოს. ბორელიოზს  შეიძლება ახასიათებდეს ტემპერატურის მომატება, სახსრების და კუნთების ტკივილი და სპეციფიკური გამონაყარი, ე.წ. მიგრირებადი ერითემა, რომელიც არა მარტო გამონაყარის ადგილზე, არამედ სხვაგან შეიძლება იყოს და საჭიროებს გამოკვლევას, ოღონდ ტკიპის ნაკბენიდან 10-14 დღეში, მანამდე აზრი არ აქვს.” – განაცხადა ინფექციონისტმა მაია გუწაშვილმა.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥”კადრები გლდანშია გადაღებული – რა მოხდა ერთ-ერთ სკვერში? – ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
  • საქართველოს მოქალაქე დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს და რუსეთში გადაიყვანეს
  • “ჩემი პროგნოზით, მაქსიმუმ 1 წელიწადში…” – მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge