“ოცნების” ყოფილი დეპუტატი, ლუკა კურტანიძე დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით.
გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა და 180-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, ლუკა კურტანიძემ ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მაქაცაძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.