ოპოზიციის ლიდერების მიმართ შეწყალებაზე შეთავაზება ჩემგან ძალაშია, თუ გამოიყენებენ, ეს არის შესაძლებლობა – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
“როცა გვჭირდება ჩვენ ალტერნატიული, ჯანსაღი აზრი, ეს უნდა მოდიოდეს ოპოზიციისგან. ოპოზიციის საქმიანობა ამას უნდა ემსახურებოდეს, რომ უკეთესი შესთავაზოს საზოგადოებას, ვიდრე ხელისუფალს აქვს. უკეთესად წარმოჩნდეს მოქალაქეებთან, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მობრძანდნენ ხელისუფლებაში. თუ აკეთებს ხელისულფება, უნდა დააჯერონ მოქლაქეები, რომ მათ უკეთესად შეუძლიათ. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ხომ ეს ოპოზიცია არ გვყავს. ისინი არიან დაკავებულები მავნებლობით. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენე სწორედ სახელმწიფოებრივიი ხედვა, რომ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ გადააწყვიტა, მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. ის, რომ მათ ეს თავად გადაწყვიტეს და მიზანმიმართულად დაარღვიეს კანონი, სახელმწიფო ვერ იქნებოდა განსხვავებული მათ მიმართ, დამნაშავეს სჭირდება დასჯა და ისინი მოხვდნნენ გისოსებს მიღმა.
კიდევ ერთხელ, კეთილი ნებაა ეს. პოლიტიკური აქტია თავისთავად, რომ გვინდა, დაანახონ შემდეგი შანსი იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არწმუნებენ, რომ ისინი უკეთესები არიან, სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ეს არის შესაძლებლობა, თუ გამოიყენებენ. ჩემგან, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება ეს შეთავაზება“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.