ქუთაისში ბასრი საგნით ერთი მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს – ინფორმაიას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
მკვლელობა ავტოქარხნის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩაზე მოხდა.
“ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ მკვლელობას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, ხოლო ბრალდებული უკვე დაკავებულია.