რა ვიცი აბა ჯუანშერ, რანაირად აგცდებიან ესენი?! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ჯუანშერ ბურჭულაძეს (ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრს) მიადგნენ, შარშია და დასაჭერად აქვს საქმე-თქო, ხოლო მაშინდელი მინისტრის კომენტარი იყო: “ხაბეიშვილის ნარატივია ეგ და არ მემუქრება დაჭერაო”.
კვირა დილა გათენდა და მისი მოადგილე “გაბაწრეს”, დააყოლეს განყოფილების თანამშრომელი და ასევე, მინისტრის ახლო ნათესავი – მინისტრის ნათესავმა ტენდერი ჩააწყო, მინისტრის სახელითო…
რა ვიცი აბა ჯუანშერ, რანაირად
აგცდებიან ესენი?! 🤷🏻♂️
ჩემი “ხათრით” კიდევ რამდენიმე დღე გაჩუქეს, პირდაპირ რომ არ დადასტურებულიყო…
ყველასთან მოვა ბიძინას დამოკლეს მახვილი და ცოტა თქვენც გაინძერით, ყუმებივით სახლებში, რომ ელოდებით, როდის გაგიშვებენ “ზბორებზე”
ცნობისთვის, დღეს გაფლანგვის ფაქტზე თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და კიდევ 2 პირი დააკავეს.