თურქეთში სიცხის ახალი რეკორდი დაფიქსირდა – ინფორმაციას თურქეთის გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ტემპერატურამ 50.5 გრადუსამდე მიაღწია.
მეტეოროლოგებმა ძლიერი სიცხე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სილიპიში დააფიქსირეს, რომელიც ერაყს ესაზღვრება.
როგორც ცნობილია, გაზრდილია მიმართვიანობა საავადმყოფოებშიც, გაუწყლოვნებისა და დასიცხვის სიმპტომებით.