Tuesday, December 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“ვაიმე, ვაიმე… – აბა, თქვენ იცით, ჩადექით ლანძღვა-გინების რიგში” – ხიდაშელი

November 19, 2021
თინათინ ხიდაშელი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს

როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, არ უნდა იყოს არანაირი დებატი და განხილვა საჭირო მკურნალობის მიწოდების კუთხით ყველა შესაძლო ნაბიჯის გადადგმასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის აღნიშნულ განცხადებას, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება, სადაც წერს:

“ვაიმე, ვაიმე სუვერენიტეტს შეუტიეს. აბა, თქვენ იცით, ჩადექით რიგში ლანძღვა-გინების”, – წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

კელი დეგნანის განცხადებით, გაუგებარია, რატომ არ ხდება სამედიცინო ჯგუფის რეკომენდაციების გათვალისწინება იმ პირობებში, როდესაც ადამიანის სიცოცხლეა დასაცავი, რომელიც გამუდმებული რისკის ქვეშ იმყოფება.

„ძალიან შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, არ უნდა იყოს არანაირი დებატი და განხილვა, საჭირო მკურნალობის მიწოდების კუთხით ყველა შესაძლო ნაბიჯის გადადგმასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა სახალხო დამცველისა და მისი მედიკოსების ჯგუფის. მედიკოსების ამ ჯგუფის შეფასებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მას სჭირდება სრული მკურნალობა იმ საგანგებო მდგომარეობასთან გასამკლავებლად, რომელიც როგორც ჩანს, სულ უფრო მეტად შესაძლებელია რომ გამოიკვეთოს, თუ ის არ იქნება შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში. ვფიქრობ, ხედავთ, რომ ძალიან დიდი ყურადღებაა ამ მიმართულებით მიპყრობილი არა მხოლოდ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, არამედ ვაშინგტონის მხრიდანაც, საქართველოს სხვა მეგობრებისგანაც, როგორიც ელჩი იან კელია, რომელიც ყურადღებით აკვირდება ვითარებას გარკვეული შეშფოთებით და ამავდროულად, ძნელი გასაგებია, რატომ არ ხდება მედიკოსების რეკომენდაციების გათვალისწინება იმ დროს, როდესაც ადამიანის სიცოცხლის დაცვა აუცილებელია, რომელიც გამუდმებული რისკის ქვეშაა,“- განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

პენიტენციური დაწესებულების რეანიმატოლოგის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები გამოსწორებულია, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, რადგან მას მონიტორინგი სჭირდება. ექს-პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ტვინის დიაგნოსტირებას ვერ უკეთებენ, რადგან გლდანის N18 დაწესებულებაში შესაბამისი აპარატი არ აქვთ.

მიხეილ სააკაშვილს 50-ე დღეა შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თუ მიპირებთ ჩამოხრჩობას, ვიცოდე მაინც…” – ლევან ხაბეიშვილი სასამართლო პროცესზე
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “ოთარ ფარცხალაძის საქმე 32-ტომიანია სადაც მხოლოდ 3 მოწმის ირიბი ჩვენებაა” – გაგი მოსიაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge