ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
“პირად წყენებზე საუბრის დრო დღევანდელ რეალობაში არაა, ცოტა მრცხვენია კიდეც, ამ სტატუსისთვის რომ მოვიცალე და ამის მეტს არც შევეხები ამ საკითხს, მაგრამ ჩემს “ფრენდებში” რომ ხართ და ჩემს წინააღმდეგ მემილიონეჯერ აგორებულ შავ პიარში იღებთ მონაწილეობას და ალაიქებით, ამაგრებთ ჩემს შეურაცმხყოფელ და საგინებელ პოსტებს, იმ ადამიანებმა მინდა იცოდეთ, როცა გამარჯობას არ გეტყვით შეხვედრისას, რა იქნება მიზეზი. არასოდეს ჩემი ურთიერთობებისთვის, პოლიტიკის გამო, ჩრდილი არ მიმიყენებია, როგორც ჩანს, ეს ხაზებიც წაიშალა. ოკ! იყოს ასე!”, – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.
