“როცა ადამიანის წამებას აქვს ადგილი, მისი სასამართლოზე მიყვანის მოწოდება, სულ მცირე, არაადეკვატურია. ზოგადად, გინდა სამართლიან სასამართლოზე და გინდა ნებისმიერ სხვა რამეზე”, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ “ფეისბუქის” პრიად გვერდზე დაწერა.
“კაცს კლავს სისტემა – რა სასამართლო, რა სამართლიანი? სიცოცხლეზე ღირებული არაფერია და წამებაზე მძიმეც – არაფერი.
ამიტომაც, უნდა დავფიქრდეთ კარგად, ვიდრე ყველა მიმართულებით ვიყვირებთ და გავშლით მესიჯებს. ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ მკაფიო ჩვენს პრიორიტეტებში, რომ არ დავუტოვოთ სამოძრაო სივრცე არც ზედმეტად ფრთხილ მეგობრებს და არც ზედმეტად ნაძირალა მოწინააღმდეგეს”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
