Saturday, August 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„MEGOBARI ACT-ი არ შეჩერებულა“ – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

July 25, 2025
„MEGOBARI ACT-ი არ შეჩერებულა“ – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

ორი დღის წინ, ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ MEGOBARI აქტის მიღებას სამი სენატორი აფერხებს.

ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.

„მეგობარი აქტი შეჩერდაო – ქოცებს უხარიათ.

აქედანაც ჩანს როგორ განიცდიან საერთაშორისო იზოლაციას ეს სუნიანები.

არა ქოცებო – მეგობარ აქტს სენატი აუცილებლად დაამტკიცებს, თუ იქამდე ქართველებმა თქვენი პრორუსული, პროჩინური და პროირანული რეჟიმის დემონტაჟი არ უზრუნველვყავით.

აქტი კი არ შეჩერდა, ჰოთლაინის პროცედურა შეჩერდა.

სენატი ამტკიცებს ორგვარად:

1. ჩვეულებრივი პროცედურა – განხილვებით და ა. შ.

2. ჰოთლაინ პროცედურა – როცა აქტი ჰოთლაინზე იდება და თუ არავინ გააპროტესტა, განუხილველად მიიღება.

ეს ოფციები იმთავიდან იდო მაგიდაზე და სიმართლე გითხრათ, ჩვენ ჰოთლაინზე დადება არ გვხიბლავდა, გვერჩია შორი გზა მოგვევლო და შინ მშვიდობით მივსულიყავით – ვიცოდით რომ რენდ პოლი არ გამაზავდა განხილვის შესაძლებლობას და ჰოთლაინის პროცედურას გააჩერებდა.

ეს აქტს არაფერს დააკლებდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ნიუსი შექმნა რითიც რეჟიმმა შეიძლება ხალხი დააბნიოს.

მოკლედ, არ დაიბნეთ მეგობრებო – მეგობარი აქტი არ შეჩერებულა.

განუხილველად მიღების პროცედურა შეჩერდა მხოლოდ და განხილვა იქნება.

განიხილავენ და მიიღებენ აუცილებლად, თუ იქამდე პრორუსული, პროჩინური და პროირანული ხელისუფლების დემონტაჟი არ მოვახდინეთ აქ – ქართველებმა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, „მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. „მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი კანონპროექტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. ასევე, მისი ოფიციალური სახელწოდებაა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBARI აქტს“ მხარი 6 მაისს დაუჭირა.

შემდეგი ეტაპში სენატის მიერ მისი მიღებაა.

რა ეტაპები დარჩა გასავლელი MEGOBARI აქტს ამოქმედებამდე? – იხილეთ ბმულზე

ვის სანქცირებას ითვალისწინებს MEGOBARI აქტი? – იხილეთ ბმულზე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რაჭაში მდინარე ლათქიშორა ადიდდა – ვრცელდება კადრები
  • “გრიგალმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და ჩახერგა საავტომობილო გზები”- სტიქია კახეთში
  • მოძრაობა იზღუდება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge