აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე, პალესტინასთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმაურება.
„ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ ჰამასის პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას აფერხებს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა“, – აღნიშნავს რუბიო.
შეგახსენებთ, მაკრონმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.