სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე, მომღერალი ზურა ხაჩიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომ საქართველოს მთავრობამ წინასაარჩევნო დაპირებები უნდა შეასრულოს, ხალხს უამრავი პრობლემა აწუხებს, ტელევიზიებით კი ის მარაზმი უნდა დასრულდეს, რაც დღეს გადმოიცემა.
„ვარ რეგიონში და შესაბამისად ვნახე ბევრი ადამიანი და ჩვენი ამომრჩეველი…
ხალხს უამრავი პრობლემა აწუხებს, ბევრი ადამიანი კოვიდს ებრძვის, ბევრ ჩემი ახლობელს გარდაეცვალა ოჯახის წევრი და არამარტო ახლობელს (ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ) და ეს ტკივილი აქ, განსაკუთრებით პატარა ქალაქებში, უფრო მეტად იგრძნობა.
ადამიანების მთავარი სათქმელია, დამთავრდეს ეს მარაზმი, რაც ხდება დღეს ტელევიზიებით. მათ უფრო სხვა რამეები აწუხებთ. პენსია, ქვეყნის ამუშავება, ეკონომიკა, პანდემია მძვინვარებს და კიდევ უამრავი პრობლემა.
სწრაფად უნდა გააგრძელოს ქვეყანამ განვითარება, არავის არ ანერვიულებს ვინ როდის გავა ტუალეტში და რას შეჭამს.
საქართველოს მთავრობა, ეს არის ხალხის დაკვეთა, ჩემებო და მივხედოთ, ადამიანებს რასაც დავპირდით წინასაარჩევნოდ! პატივისცემით, ზ.ხაჩიძე“, – წერს ხაჩიძე სოციალურ ქსელში.
