პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელიც პოპვარსკვლავ ჯასტინ ტიმბერლეიკის მიერ თბილისში გამართულ გუშინდელ კონცერტს ეხება.
„მთავრობა ბიუჯეტიდან 70 მილიონ ლარს ხარჯავს უცხოელი ვარსკვლავების კონცერტების სუბსიდირებისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ბილეთები იმაზე იაფი ღირს, ვიდრე კომერციული ფასებით ეღირებოდა.
ეს არის ხალხის ფული. ყველამ უნდა ისიამოვნოს ამ მომღერლების წარმოდგენებით. ნუ ვაქცევთ ამ ღონისძიებებს ქოცების ზეიმად და ნუ ვამუნათებთ ხალხს კონცერტზე მისვლით. პირიქით, ყველა უნდა მივიდეთ და გავიხაროთ.
პირადად მე “დიპ პარპლებზე” მივდივარ“, – წერს გოცირიძე.