Saturday, July 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„თუ ეს განცხადება გააკეთა, ქვეყნიდან გასაგდებია…“ – რას ამბობს კახი კალაძე ევროკავშირის ელჩზე?

July 24, 2025
„თუ ეს განცხადება გააკეთა, ქვეყნიდან გასაგდებია…“ – რას ამბობს კახი კალაძე ევროკავშირის ელჩზე?

18 ივლისს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ IPN-თან ინტერვიუში თქვა, რომ რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა არის ერთადერთი გზა მიმდინარე კრიზისის მოგვარებისა და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის.

აღნიშნულს დღეს, მედიასთან საუბრისას, თბილისის მერი, კახი კალაძე გამოეხმაურა.

„არ ვიცი, როდის გააკეთა ეს განცხადება. თუ მართლა გასაკეთებელია, მე თუ მკითხავთ, ქვეყნიდან გასაგდებია თუ ევროკავშირის ელჩი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს, როდესაც შენ გყავს კონკრეტული დამნაშავეები… ესეც, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით. ევროკავშირის ელჩთან პიროვნულად მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, ნორმალური ადამიანია, მაგრამ მის სტატუსს იყენებს, მავნებლობს. ცხადია, ის ასრულებს დავალებას. რასაც ეუბნებიან, იმას აჟღერებს. ეს არის მოცემულობა. ის პროპაგანდა და ნარატივი, რაც თქვენ გაქვთ, რომ თურმე ეს აქციები, მშვიდობიანი აქციები იყო, თურმე იმ „მოლოტოვის კოქტეილს“ მე და ჩემი თანაგუნდელები ვისროდით, თურმე ხელკეტებსა და ქვებს მანანა თოქმაჯიშვილი ესროდა სპეცრაზმსა და პოლიციელებს, თურმე ის ადამიანები საერთოდ არაფერ შუაში არ ყოფილან…

თუ ვინმეს ხელისუფლების ცვლილება უნდა, ეს გადატრიალებისა და რევოლუციების გზით არ და ვერ იქნება. არსებობს არჩევნები, არსებობს ცივილიზებული ფორმა და ამ ფორმით შენ უნდა მიხვიდე, დააფიქსირო შენი აზრი, ერთმა რიგითმა მოქალაქემ ვინ გინდა. არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. ევროკავშირის ბიუროკრატიას არ მოეწონა შედეგები, რომელიც დადგა 26 ოქტომბერს. ისინი დამარცხდნენ და ყველა გზას და მეთოდს იყენებენ იმისთვის, რომ როგორმე ქვეყანაში მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება, პოლარიზაცია და ა.შ. რა უბედურებაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერი მოდის დასავლური ბიუროკრატიიდან. მათი დაფინანსებით, მათი მხარდაჭერით, მათი ფინანსური შესაძლებლობებით. რუსეთი ცალკე პრობლემაა. მოცემულობაა ის, რომ რუსეთი შეჭრილია საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% აქვს დაკავებული. გარედან ვიღაცები ვითომ რაღაც თავიანთი კეთილი ძრახვებით არიან დაკავებულები და რეალურად ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გამოყენება უნდათ თავიანთი ინტერესების გასატარებლად, ამას ფუთავენ ვითომ დემოკრატიული პროცესები. რა დემოკრატიული პროცესები, ნახონ თავიანთ ქვეყნებში რა ვითარებაა. რომელია დემოკრატიული პროცესი, რუმინეთში საპრეზიდენტო კანდიდატი რომ მოხსნეს იმის გამო უფრო ძლიერი იყო და უფრო მეტი რეიტინგი და ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა.

რაც შეეხება ისევ ევროკავშირის ელჩს, ეს ჩემი დამოკიდებულება და ჩემი ხედვაა და ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევებდი. პატივი უნდა სცენ პირველ რიგში, ქართულ სახელმწიფოებრიობას და ევროკავშირის ელჩს და ნებისმიერი ქვეყნის ელჩს არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, ხელი შეუწყოს თუნდაც საზოგადოების დაპირისპირებას, პოლარიზაციას. ელჩთან მე როგორც ადამიანთან რამე საპირისპირო კი არ მაქვს, მაგრამ მას აქვს სტატუსი, ის არის ევროკავშირის წარმომადგენელი და ქვეყანაში ოფიციალური პირი. კეთილი უნდა ინებოს და თავი უნდა შეიკავოს ამ ტიპის განცხადებებისგან, რომელიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით ახალისებს ექსტრემიზმს, ბოროტებას და ყველაფერ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდება“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • „უბედურების ზარმა ჩამოჰკრა… ქორწილში გვეპატიჟებოდი ბიჭო…“ – ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
  • ავარია სენაკში – დაშავებულია დედა-შვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge