23 ივლისს, სანაპიროზე ავარია მოხდა, – მოტოციკლის მძღოლი მსუბუქ მანქანას შეეჯახა.
შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
“მეტრონომი” შსს-ს დაუკავშირდა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
როგორც შსს-ში აცხადებენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ის კლინიკაში გადაიყვანა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
“ადგილზე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და იმ მომენტისთვის, მძიმედ იყო, როცა კლინიკაში გადაიყვანეს.” – გვითხრეს შსს-ში.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი ამ დროისთვის კომაშია.
როგორც შსს-ში ამბობენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.