1-ლი აგვისტოდან ახალი ვიზუალის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა დაიწყება.
ახალ მოწმობებზე QR კოდი და თითის ანაბეჭდი იქნება დატანილი.
მსგავს დოკუმენტებზე დიზაინის ცვლილების გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტრომ 10 მარტს მიიღო.
პირადობის მოწმობის უფასოდ აღება შეეძლებათ:
სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს;
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს,
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეებს,
პირებს, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სრულად;
სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიან განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით, ხელმეორედ 6 ლარით, ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან სრულად;
სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს 10% – ით.
პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით დაწესებული მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან 50%-ით.