თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსიდან მაცხოვრებლების გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
მათ გამოჩენას ხმაური მოჰყვა.
ერთ-ერთი პირი კორპუსის სახურავზეა ასული.
„ან ესენი გავლენ, ან მე ჩავალ აქედან. აქედან გადავხტები“,- ამბობს ის.
როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, საცხოვრებელი კორპუსი კერძო მესაკუთრისაა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ამბობს, რომ შენობა ავარიულია და ის უნდა დაიცალოს.
ადგილზე 150-მდე ოჯახი ცხოვრობს.
ფოტო: IPN