„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივლისს 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ გლდანში ფიროსმანის, რუსთაველის, სააკაძის, ორბელიანის და მიმდებარე ქუჩებზე; 13:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თხინვალა, ლელუბანი, მუხათწყარო, ფშატების მიწა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 13:00 საათამფდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალშენი, მჭადიჯვარი, ჭილურტი, ქისიაანი, წიწამურა და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.