საქართველოს პროკურატურის ცნობით, უწყებამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, მათ შორის 1 ეპიზოდი დიდი ოდენობით), 260 ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით და მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, მათ შორის 1 ეპიზოდი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.