შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო წერეთლის ცნობით, შედეგების გამოცხადება სრულად დასრულდება აგვისტოს პირველ რიცხვებში.
„ნებისმიერ აპლიკანტს შესაძლებლობა ექნება, რომ გაასაჩივროს თავისი ნაშრომი. აბიტურიენტებისთვის ხაზგასმით მინდა ვთქვა, შედეგების ნახვისა და, რა თქმა უნდა, აპელაციის პროცესის დასრულების შემდგომ, მათ ექნებათ საშუალება, შეცვალონ თავიანთი არჩევანი, ჩამოაყალიბონ, რომელი პროგრამები, რომელი უმაღლესებია მათთვის უკეთესი და დაალაგონ რეიტინგულად ეს სია“, – თქვა წერეთელმა.
შეგახსენებთ, გამოცდები 23 ივლისს ყველა მონაწილისთვის სრულდება.