ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს.
„წულუკიანმა ინგა გრიგოლიას გადაცემას უყურა ეტყობა და დღეს დილით, 07:25 ზე, ფაქტიურად დილაუთენია (სქრინი კომენტარებში) მიმართა ვიკიპედიიდან წაშალონ მამამისზე ცნობა, რომ 20 ადამიანზე სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება გამოიტანა.
:)) ანუ თეააააა, რა გიქენი თეააა“, – წერს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, ცილისწამების მოტივით, წულუკიანი ტელეწამყვანს სასამართლოში უჩივის.
წულუკიანის თქმით, საუბარია ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც ჟურნალისტი წერდა, რომ თეა წულუკიანის მამის, ავთანდილ წულუკიანის განაჩენით, 20 ადამიანია დახვრეტილი.