Thursday, July 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ცოტა დაფეთებულები არიან „ქოცები“ და მაგიტომ არის ახლა, უცებ რომ დამიჭირონ“ – რას ამბობს ელისაშვილი?

July 22, 2025
„ცოტა დაფეთებულები არიან „ქოცები“ და მაგიტომ არის ახლა, უცებ რომ დამიჭირონ“ – რას ამბობს ელისაშვილი?

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა სისხლის სამართლის საქმის შესახებ, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

„ძალიან უცნაური პროცესი მაქვს, თავიდან ბოლომდე, როგორც გრძელდება. აქ სამართალთან არ გვაქვს საქმე, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან. უცბად, შუა მსვლელობის დროს მოსამართლე შეცვალეს და უნდათ, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყონ. წინა სხდომაზე ბრალდების ორმა მოწმემ აბსოლუტურად ჩემი სასარგებლო ჩვენებები მისცა. როგორც ჩანს, ეს ძალიან არ მოეწონათ. ეჭვი გვაქვს, რომ სწორედ ამ მოწმეების ხელახლა დაკითხვა უნდათ, მათზე შეიძლება ზეწოლა იყოს. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიქნებით, რამდენადაც შევძლებთ. ფაქტია, რომ ძალიან უცნაურად მიდის პროცესი და ძალიან უცნაურ პაუზებს იღებენ, 22 ივლისია და სხდომა 8 სექტემბრისთვის გადადეს. ცოტა დაფეთებულები არიან “ქოცები” და მაგიტომ არის ახლა, უცებ რომ დამიჭირონ. მაშინ, როდესაც ევროკავშირიდან წერილი მოვიდა, იქით, ამერიკიდან თანდათან ღრენას ისმენენ. მოკლედ, ამ პოლიტიკურ კონტექსტში არის, როგორც ჩანს, კიდევ ერთი პოლიტიკოსის დაჭერა არ უნდათ.ეს არის ლოგიკა, თორემ სამართალზე როგორ უნდა ვლაპარაკობდე “, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინ არის სამი სენატორი, რომელმაც “მეგობარი აქტის” მიღებას ვეტო დაადო
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • როგორია მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა – უახლესი ინფორმაცია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge