ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ მას „ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის მამის, ავთანდილ წულუკიანის მემკვიდრეები ცილისწამებისვის უჩივიან.
„მომიტანეს საქალაქო სასამართლოდან ორო საქმე, ორი სარჩელი…
მოსარჩელე ავთანდილ წულუკიანის, აწ გარდაცვლილი, მემკვიდრეები: თეა წულუკიანი, გიული შანიძე, ბათუ ავთანდილ წულუკიანი და თეა წულუკიანი. ანუ მოსარჩელეები არიან და რას ითხოვს ახლა თეა წულუკიანი…
დავის საგანი – სოციალურ ქსელში, facebook-ში გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით მოპასუხე ნანუკა (ნანა) ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებული ცნობების, როგორც ცილისმწამებლური, სახელისა და ღირსების შემლახველის უარყოფის დავალდებულება, მოცემული პოსტის სოციალური ქსელიდან წაშლა, მოსარჩელეების და მათი ოჯახებისთვის ბოდიშის მოხდა. ესე იგი, ეს არის ერთი ანუ წულუკიანი მიჩივის.
თეა წულუკიანმა გამომიგზავნა, ორი ეტყობა შეცდომა მოუვიდათ, ადვოკატი ნახავს…
10 დღის ვადაში ჩვენ ამას ვუპასუხებთ…
მოკლედ რომ იცოდეთ ჩემი და თეა წულუკიანის სასამართლო პროცესი და ღია პაექრობა და ქიშპობა გახსნილად გამომიცხადებია, არ მოგაწყენთ“, – ამბობს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, 19 ივლისს ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა მოქალაქე ზიზი ტატიშვილის პოსტი, რომელიც თეა წულუკიანის მამას, ავთანდილ წულიკიანს უკავშირდება.
რამდენიმე დღის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის უჩივის.