თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, უსამართლობა იქნება, ეს ქართველი ხალხის დასჯა იქნება. რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც შენ ამ სიკეთეს გართმევენ, რატომ უნდა გაუხარდეს ვინმეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა?! – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს.
კალაძის თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან ერთად, მეორე მხარეს არის ქვეყნის ინტერესები, ქვეყნის მომავალი და ქართველი ხალხის ინტერესი.
“სამწუხაროდ, ეს შანტაჟი გრძელდება. წლებია, საქართველო ზეწოლის და შანტაჟის ქვეშ არის. დღეს ქართველ ხალხს და საქართველოს აშანტაჟებენ ვიზალიბერალიზაციის ჩახსნით. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება.ეს არის ზეწოლა და შანტაჟისთვის იყენებენ ვიზალიბერალიზაციის თემას…. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, უსამართლობა იქნება, ეს ქართველი ხალხის დასჯა იქნება. რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც შენ ამ სიკეთეს გართმევენ, რატომ უნდა გაუხარდეს ვინმეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, თუმცა, მეორე მხარეს არის ქვეყნის ინტერესები, ქვეყნის მომავალი და ქართველი ხალხის ინტერესი”,- აღნიშნა კალაძემ.