მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიმდინარე აქციებისას დაპატიმრებული ექიმის, გიორგი ახობაძის პროცესზე დამსწრე პირი, რეპლიკის გამო, 400 ლარით დააჯარიმა.
ახობაძის პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება.
შეგახსენებთ, გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სახლში მიმავალი პოლიციამ დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.