Saturday, August 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის რომელ ქუჩებზე იკრძალება გადაადგილება? – ინფორმაცია მძღოლებისთვის

July 22, 2025
ამ მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება – გაფრთხილება მძღოლებს

თბილისის მერიის ცნობით, ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 23 ივლისის 00:00 საათიდან ორი დღის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება ელენე ახვლედიანის აღმართიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე არსებული ბენზინგასამართი სადგური „ვისოლის“ მიმდებარე ტერიტორიამდე.

„გარდა ამისა, გადაადგილება შეიზღუდება ელენე ახვლედიანის ხევიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს მიმართულებითაც. დროებით გაუქმდება კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის N36-ს მიმდებარედ არსებული ზონალური პარკირება (ლოტი A1679).

ელენე ახვლედიანის აღმართიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე ავტომობილები ალტერნატიული მარშრუტით მოხვდებიან. კერძოდ, ელენე ახვლედიანის აღმართის, მალხაზ აბდუშელიშვილის, ნიკო ლომოურის, ვახტან VI, ვლადიმერ მესხიშვილის, სამრეკლოს, მიხეილ ბუხაიძის, კუმისის, მოსე თოიძის ქუჩების გავლით.

ელენე ახვლედიანის აღმართიდან ნოე ჟორდანიას სანაპიროს მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება: ნიკო ლომოურის, ვახტან VI, ვლადიმერ მესხიშვილის ქუჩების, ავლაბრის მოედნის, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართისა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე არსებული შუქნიშნიდან ნოე ჟორდანიას სანაპიროს მიმართულებით.

ნოე ჟორდანიას სანაპიროდან ელენე ახვლედიანის აღმართის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება: ბარათაშვილის აღმართის, ავლაბრის მოედნის, ჰამლეტ გონაშვილის, ვახტანგ VI-ს, ვლადიმერ მესხიშვილის, სამრეკლოს და მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩების გამოყენებით“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

როგორც უწყება ამბობს, შეზღუდვის პერიოდში, ელენე ახვლედიანის ხევიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება ნებადართული იქნება მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.

„რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, „თბილისი მოლის“ მიმართულებით მოძრავი ავტობუსის მარშრუტი N333, ასევე, N359, N395 ავტობუსები და N462 და N522 მიკროავტობუსები, ელენე ახვლედიანის აღმართსა და დავით სულიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მონაკვეთში აღარ გაივლიან და ნოე ჟორდანიას სანაპიროს გავლით იმოძრავებენ, შემდეგ კი სვლას დადგენილი მარშრუტით განაგრძობენ. უკუმიმართულებისას იგივე მარშრუტს გამოიყენებენ.

შეზღუდვის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შოთა გამცემლიძის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე ტრანსპორტის გაჩერებებს აღარ გაივლის. ამ დროს, მგზავრებს ელენე ახვლედიანის აღმართისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ არსებული გაჩერებებით სარგებლობა შეეძლებათ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რაჭაში მდინარე ლათქიშორა ადიდდა – ვრცელდება კადრები
  • “გრიგალმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და ჩახერგა საავტომობილო გზები”- სტიქია კახეთში
  • მოძრაობა იზღუდება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge