ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, დასავლეთის იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც კიევს დახმარებას უწევენ, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და სხვა დასავლური ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების, სამთავრობო და კომერციული ორგანიზაციების თანამშრომლებსაც.
“ამ არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ, რუსულმა მხარემ მნიშვნელოვნად გააფართოვა ევროპული ინსტიტუტების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და რიგი ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლების სია, რომლებიც ინტეგრირებული არიან ბრიუსელის ანტირუსულ პოლიტიკაში… ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია. საუბარია სამართალდამცავი ორგანოების, სამთავრობო და კომერციული ორგანიზაციების თანამშრომლებზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებზე და სხვა დასავლური ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე“ – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.