აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა truth social-ზე ირანის შესახებ დაწერა.
„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ირანის ბირთვულ ობიექტებზე: ზიანი ძალიან სერიოზულია, ისინი განადგურებულია. რა თქმა უნდა, როგორც ვთქვი, განადგურებულია და, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ამას კიდევ გავაკეთებთ“, – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, არაღჩიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ზიანი სერიოზულია, მაგრამ ირანი ურანის გამდიდრებაზე უარს არ იტყვის.