საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უვიზო რეჟიმის სავარაუდო გაუქმებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას და დაემუქრა უვიზო რეჟიმის გაუქმებით და ეს პროცედურა ოფიციალურად დაწყებულია.
ჩემთვის ეს განსაკუთრებით მძიმეა, ვინაიდან უვიზო მიმოსვლის მიღების პროცედურები, სწორედ ჩემი ინიციატივით დაიწყო და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი.
ისედაც ამდენი ოჯახია გაყოფილი და უვიზო მიმოსვლის გაუქმება, ახალ რკინის ფარდას ჩამოაფარებს. სამაგიეროდ რუსეთთან გვაქვს უვიზო მიმოსვლა, რომელსაც რუსები იყენებენ, უკრაინის წინააღმდეგ ომში, საქართველოს მოქალაქეების შესატყუებლად.
ყველა მოსახვევში, ბანდამ, საქართველო მყარად მოაქცია წაგებულთა ბანაკში და მანდედან თავის დაძვრენას, დასჭირდება ჩვენი მოქალაქეების ტიტანური ძალისხმევა.” – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.