“რუსთავი 2-ის” დირექტორის, ბაკურ ბაკურაძის მოადგილედ რეზო ჭიჭინაძე დაინიშნა.
როგორც ცნობილია, ის არხზე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, 17 ივლისს “რუსთავი 2-ის” დირექტორის პოსტზე ბაკურ ბაკურაძე დაინიშნა. მანამდე დირექტორის პოსტს ვაკო ავალიანი იკავებდა.