მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ინგოროყვას კლინიკაში პაციენტი კლინიკის პერსონალს თავს დაესხა.
აღნიშნულთან დაკავშირებით “მეტრონომი” ინგოროყვას კლინიკას დაუკავშირდა.
როგორც კლინიკაში განგვიცხადეს, ექთანს აღენიშნება ზედაპირული დაზიანებები, თუმცა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
მათივე თქმით, პაციენტი გადაყვანილია საგამოძიებო უწყებაში.
“გუშინ საღამოს შემოყვანილ იქნა პაციენტი, მას უტარდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო ღონისძიებები, რა დროსაც, აბსოლუტურად უცებ, თავს დაესხა კლინიკის ექთანს. კლინიკის მხრიდან მყისიერად გამოძახებულ იქნა დაცვის სამსახური და საპატრულო პოლიცია. აღნიშნული პაციენტი გადაიყვანეს საგამოძიებო უწყებაში. რაც შეეხება ექთნის მდგომარეობას, არის დამაკმაყოფილებელი, მიღებული აქვს ზედაპირული დაზიანებები და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ვერ დავადასტურებ, რომ პაციენტი რუსეთის მოქალაქეა. რაც ვიცით არის ის, რომ პაციენტი არის უცხო ქვეყნიდან.” – აღნიშნავენ კლინიკაში “მეტრონომთან”.