თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ამწეს რამდენიმე ტონიანი კაუჭი მოსწყდა და მანქანას დაეცა, – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
არსებული ცნობებით, ავტომობილში მჯდომი პიროვნება არ დაშავებულა, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ, გამვლელ ქალს ფეხი დაუზიანდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია.