ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – ისინი ეხმაურებიან ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც თითქოს დედაქალაქში ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინის დეფიციტია, რაც მათი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.
“გვინდა, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დედაქალაქში ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინის დეფიციტთან დაკავშირებით.
გაცნობებთ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს საკმაოდ დიდი მარაგი ანტირაბიული ვაქცინის და ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ცხოველების ვაქცინაციას ახორციელებს.
დაინტერესებულ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ, მოგვმართონ და აცრან ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.